poetry: Zviad Kechakmadze
reding: Zviad Dolidze
-----------------------------
www.zviad.runet.ge
სიყვარულის გარანტია
მგონი,
ჩემებურად ისევ ავურიე...
ისევ აგედევნე,
ბედის ანაბარა...
სულში,
სიყვარულის აურ-ზაურია...
შენმა გამოხედვამ,
გული ააჩქარა...
გულში ჩავიტიე -
ცა და დედამიწა
და ღმერთს ვევედრები,
შენს თავს,
წარამარა...
წესებს ძველებურად,
უკვე აღარ ვიცავ
და კვლავ მარტოობამ,
დარდმა გამამწარა
დღემდე
დასაღვრელი,
ცრემლი დაიღვარა...
ცა ხომ,
დედამიწის ღია კარებია...
შენმა მოგონებამ
თვალწინ ჩამიარა
ახლა შემიყვარე,
თუ არ გყვარებია...
გულზე სიყვარული
ლოცვად მახატია
შენთვის გავთენდები
თუ გამოიდარა...
მცივა,
შენ გულში რომ
ცეცხლი არ ანთია...
და ვარ დარჩენილი
წლების ანაბარა
მგონი,
ავურიე ისევ,
ჩემებურად...
ესეც თავისებურ,
რაღაც ტალანტია...
დღემდე,
მენატრები ისევ,
ძველებურად
და ვარ სიყვარულის,
შენი გარანტია...