14 დადგა ის საათი და იესო და მოციქულები სუფრასთან შეიკრიბნენ. 15 მან უთხრა: „ძალიან მინდოდა, თქვენთან ერთად მეჭამა პასექი ჩემი ტანჯვის წინ, 16 რადგან გეუბნებით: აღარ შევჭამ მას, სანამ ის ღვთის სამეფოში არ შესრულდება“. 17 აიღო სასმისი, ღმერთს მადლობა შესწირა და თქვა: „აიღეთ და გადააწოდეთ ერთმანეთს, 18 რადგან გეუბნებით: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფს, სანამ ღვთის სამეფო არ მოვა“. 19 აიღო პურიც, ღმერთს მადლობა გადაუხადა, დაამტვრია, მისცა მათ და თქვა: „ეს ჩემს სხეულს ნიშნავს, რომელიც თქვენთვის უნდა იქნეს გაღებული. ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“. 20 ვახშმის შემდეგ ისევე მოიქცა, როცა სასმისი აიღო, და თქვა:
„ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას ჩემი სისხლის საფუძველზე, რომელიც თქვენთვის უნდა დაიღვაროს.(ლუკა 22:14-20)