ხშირად გაიღიმეთ,დარდები დამალეთ,
ფანჯრიდან აფრინეთ ბავშვივით ბუშტები,
მოიგეთ,
მოიგეეეეთ!!!!! სიკეთით მოიგეთ,
ამ ქვეყნის სულ ყველა ჭორი და ცუდები!!!!!
დაიწყეთ იქედან საიდან გინდოდათ,
ცხოვრება მოხატეთ ფერადი ფუნჯებით,
რიჟ-რაჟზე გააღეთ ფანჯრები ფართოდ და
წლებს მიღმა წასულმა თქვით-უკან
ვბრუნდები.
ხმამაღლა იმღერეთ როცა მოგინდებათ,
წვიმაშიც იარეთ მაღალი ქუსლებით,
არასდროს იფიქროთ - ვაიმე,რაღა ვქნა,
ვინმე გამჭორავსო, ან ცუდი ვიქნები.....
აკეთეთ ყოველთვის რაც გულს მოუნდება,
აავსეთ ოთახი გვირილის შუქებით,
სანთლები დააწყვეთ რაფებზე,კიბეზე,
მინდვრად ითამაშეთ ნარინჯის ბურთები.
მისწერეთ!უთხარით თუ როგორ გიყვართ და
სიყვარულს უხდებებით გიჟური ბუნებით,
აჯობეთ...აჯობეეეეთ!
სითბოთი აჯობეთ,
უფრო გალამაზდით თუ კი არ უხდებით.
ხშირათ ისეირნეთ უგზოდ,უმიზეზოდ,
ტაძარში წარმოსთქვით შენდობის ლოცვები,
ყველას მიუტევეთ თუ კი რამ გტკენიათ,
გაეცით ღიმილი, სითბო და ნუგეში.
არასდროს იფიქროთ,რომ ვეღარ აიტანთ,
რომ ვეღარ გადიხართ სავალს და ხუნდებით,
თვალებზე იფრქვიეთ მზისფერი სინათლე,
წასული თუ გნახეს უთხარით -
ვბრუნდებიიიი!
ქუჩაში იარეთ ისე მოხდენილად,
უკან მოიტოვეთ ბილწი და მრუშები,
გზა-გზა დაარიგეთ ღიმილი,ყვავილები,
არასდროს აიღოთ წყალობის ხურდები.....
ხშირად გაიღიმეთ,დარდები დამალეთ,
ფანჯრიდან აფრინეთ ბავშვივით ბუშტები,
მოიგეთ,
მოიგეეეეთ!!!!! სიკეთით მოიგეთ,
ამ ქვეყნის სულ ყველა ჭორი და ცუდები.....
/დიკა სალაყაია/