excess - gankitxvis dge TexT
მისამღერი:
.. ბნელეთში წმინდა სანთელი ჩაქრა
ჩაქრა, მაგრამ რწმენა არ გაქრა.
სანთელზე ისევ აღდგება ცეცხლი
და ეს იქნება მისია ღმერთის.
სადღაც ცხოვრობდა ერთი ბობოლა,
აღარ იცოდა, როგორ ეღორა.
მის გვერდზე ერთი ღარიბი კაცი
შველას ითხოვდა, როცა კვდებოდა.
კვდებოდა, შიმშილით ფეხზე ვერ დგებოდა,
ბობოლა კი ღორივით ძღებოდა.
ღმერთის რწმენა აღარ აქვს გულში,
წმინდანობა გადაცვალა ფულში
და ეშმაკი ჰყავს უკვე სულში.
ღარიბი კვდება, ნათელში ხვდება
და მისი სული ღმერთს ევლინება,
ჩადგა ქარი და გავიდა ხანი,
ისევ წმინდაა საფლავზე ჯვარი.
შენ გახდი ჯოჯოხეთის მონა!
მისამღერი..
მთვარო ღამეს ღრუბლები ცაზე
დაქრიან, სულ აბნელებენ ნათელს,
ქუჩაში დგეხარ, ვერაფერს ხედავ,
მოულოდნელად გაისმის ჭექა.
ანათებს ელვა, ბობოლა ხედავს,
რომ მის წინ ეშმაკი რაღაცას შვება.
უკან იხევა და ითხოვს შველას,
ტყუილად ყვირიხარ, არ გეშველება.
არც ელოდო სხვებს, ისინიც დაგიშენენ ქვებს.
თვეებს, დღეებს, საათს, წუთებს, დაგითვლიან რა დღე უწევს,
შენ განკითხვის დღეს ცოდვას და მადლს დაუყრი ღმერთს,
ის გადაწყვეტს სად გაგიშვას, ნათელსა თუ ბნელს.
შენ გახდი ჯოჯოხეთის მონა!
მისამღერი..
ღმერთსაც ნუ მოთხოვ შენ გადარჩენას,
ხელებს ნუ იშვერ, არ გეშველება!
მაინც ვერ გასჭრის ხვეწნა-მუდარა,
გვიანია, სულებს მოაქვთ შენთვის შავი სუდარა.
ჩაგწვდება ყელში და გადაგიშვებს ბნელში.
იქ ვეღარ გიშველის ვერც დიდი ღმერთი.
გწვდებიან ტანზე, გადენენ კვამლს,
თავს გაგლიჯავენ, გიღრღნიან ძვალს.
შენ არა გჯერა შენს თავს რაც ხდება,
მაგრამ რას იზამ, ეს ცხადში ხდება.
და თუ არ გინდათ თქვენც იგრძნოთ ეს,
მაშინ მისდიეთ დიდ ღმერთის წესს.
მისამღერი..
ნუ ჩაიდენ ბნელ „გრეხს“ და ნუ დაიდებ ცოდვას.
იცოდე, რომ შენ გიშველის მხოლოდ წმინდა ლოცვა.
გააკეთე სიკეთე და დაეხმარე ბევრს
და აქედან წმინდა წადი იმ ქვეყანას გრძელს.
შენ არ იჯერებ ამ წესს და არ იწყებ ლოცვას
მაშინ, ჩაიდინე ბნელი „გრეხი“ და დაიდე ცოდვა.
იცოდე შენ, რომ ხელს არ გამოგიშვერთ, უფსკრულში
ჩვენგან ჩაგდებული კაცი დღეებს ათევს ბნელს.
მისი სული დღესაც ჯოჯოხეთში კვდება,
კბილი ხვდება, ნელა დნება, არ ეწევა გადარჩენა.
არ მორჩება, ჩამოჭკნება, გააცვენენ თმებს
დღესაც ისევ ეხვეწება გადარჩენას ღმერთს.
მისამღერი..
.. შენ გახდი ჯოჯოხეთის მონა! X2