სიმღერის ტექსტი:
მერამდენე ღამის გათენებას ვბედავ
კიდევ კარგი არ მიყურებს დედა…
ნუ იქექები ჩემს ცხოვრებაში, მე თვითონ ჩაგახედავ
ოღონდ დამპირდი არ დანევროზდები და არ გაჭედავ!..
ვაწყდები აფერისტულ მიმიკებს…
ისე, რომ მკითხო ყველა ხელგაშლილი მიმიღებს,
თან, როგორ აინტერესებს სად ვმარცხდები ვინ მიგებს
თვითონაც ვეღარ ვხვდები ვინ მკოცნის და ვინ მიღრენს!..
ბავშვებმა ითამაშონ ქვემოთ - ეზო დიდია,
რას ჭორაობენ ჩემზე „მამენტ“ მკიდია,
რაც მაქვს ჩემით მაქვს - სხვისი არ ამიღია
არ მითქვამს, რაც არ მინახავს ან ყურით არ გამიგია.
მესვრიან ტალახს ნახე რიგია…
ჩემს საქმეში ყველა სტივენ კინგია...
მე ვიბრძვი, ვიბრძვი, ვიბრძვი თითქოს ბოლო რინგია!...
მე ვითხოვ შენდობას თუ ვინმე არ დამინდია.
მის:
ყველა ვითხოვთ ჩვენთვის კუთვნილ წილებს…
და ჯიუტად არვის ვუხრით თავს,
გავა დრო და მოვუყვებით შვილებს...
რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს!!! (X2)
ვისაც ხელი გავუწოდე ყველა დაიკარგა,
როცა დახმარება დამჭირდა ყველა დაიმალა
შენთან ყველა შენიანია სხვასთანაა სხვისი,
მჯერა ყველას თავად მიეზღვება საკადრისი!
სასმისის აწევა ყველას უყვარს - სადღეგრძელოს თქმა
,,ძმაო რამე ხომ არ გიჭირს“? ყველას შეეცვლება ხმა,
მე ვუთხარი ალბათ თავად ხედავ თუ არა ხარ ბრმა
კარგებს გვერდში დგომა უნდათ - ბოზებს დედის ..... !
ზოგი მაინც ახერხებს ყველა „შტეფსელში“ თავსდება,
ბოღმით და შურით მიკვირს ზოგი, როგორ არ სკდება?!
აქ ყველაფერი რკინით არ წყდება!
მე მჯერა სიმართლის გაუგებრობა არ ხდება!
გამოდი ნუ ეფარები ფარდას,
სიმართლე გზას არასოდეს კარგავს!
დადექი იმ მხარეს, სადაც სიმართლე დგას!...
გავა დრო და მოვუყვებით შვილებს, რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს!!!..
მის: