იაგო კუპრეიშვილი | არ ამისრულდი (audio) 2017.
ერთად ვიყავით მაშინ, სითბოც ვაშენეთ ერთად,
დღეს კი უშენოდ დაღლილს ფიქრის ფერება მრჩება... (2ჯ)
ნეტავ გაგრძელდეს ღამე, აღარ ინათოს ზეცამ
დღემ სიხარულით სავსემ - უშენობა დამიბედა... (2ჯ)
არ ამისრულდი არა, ისევ ოცნებად დამრჩი
აღარ დაგეძებ არა... ვიცი, რომ მარტო დავრჩი... (2ჯ)
როგორ გაუძლოს გულმა, ფეთქვას უშენოდ წამშიც...
იქნებ გაჩერდეს სუნთქვა და იქნებ შეგხვდე ცაში ... (2ჯ)
არ ამისრულდი არა, . . . ისევ ოცნებად დამრჩი
იქნებ გაჩერდეს სუნთქვა . .................................
იქნებ გაჩერდეს სუნთქვა_______ და იქნებ შეგხვდე ცაში . . .
2017