თეონა ქუმსიაშვილი - ღმერთი დიდია
თეონას აქამდე უცნობი სიმღერა.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს გელა დაიაურის ოჯახი და გელას გაძლება მისცეს მათ მოსაგონრად
================
მისამღერი:
ღმერთი დიდია, ის გვიხსნის,
მტერო ნურც გაგიხარია
ჯვარს გოლგოთაზე აიტანს
გასწევს ვინც კარგი ხარია.
შემომესმა რეკვა ზარების
ომში ვაჟკაცებს ელიან
ნეტა რა გქონდა იმ დღეს სათქმელი
ცაზე ნისლების ფერია.
ნაოცნებარს საგზლად გატან
რა გზებით უნდა იარო
თუკი მოხვალ ჩემთან ამაღამ
არ მოგეკარება ტყვიაო.
მისამღერი:
|--|
ვარსკვლავები ცაზე შემომხვდა
შენზე მიყვება მთვარეო
ვიცი სიყვარულს ვეღარ დამალავ
წუხელ სიზმარში გნახეო
დაბრუნდები ჩემთან მოხვალ
მტერს არ შააჭმევ თავსაო
დამიძახე შენთან წამოვალ
და განაცვალებ თავსაო.
რად რეკავენ ზარს,
სად უხმობენ ხალხს,
ცას გადაკრულ დარდს,
მე გავატან ქარს
ომს მოიგებ ხვალ
(არ ისმის....)
სხვას გაუღებ კარს
შენ დარეკავ ზარს
შენი დანახვა მენატრება,
არ ვიცი რა გიმღერო სხვა
ვაჟკაცებს ომი გელანდებათ
ქალებს ვაჟების შეყვარება.
მისამღერი:
|--|
დაბრუნდები ჩემთან მოხვალ
მტერს არ შააჭმევ ჯავრსაო
დამიძახე შენთან წამოვალ
და განაცვალებ თავსაო.
================