ცნობილი კომპანია ადიდასი (Adidas), როგორც ცნობილია, წარმოადგენს გერმანულ მსოფლიოში ერთ–ერთ უმსხვილეს სპორტულ ბრენდს. მისი დამფუძნებელია ადოლფ დასლერი.
ადოლფი დაიბადა 1900 წლის 3 ნოემბერს გერმანიის ქალაქ ჰერცოგენაუერში. პირველი მსოფლიო ომის შემდგომი მძიმე პერიოდის შემდეგ დასლერების ოჯახმა გადაწყვიტა საკუთარი ბიზნესის დაწყება. მათ გახსნეს ფეხსაცმლის სამკერვალო ადოლფის დედის სამრეცხაოს შენობაში. სამკერვალოში მუშაობდა მთელი ოჯახი: დედა და დები ჭრიდნენ თარგებს, ხოლო ადოლფი, მისი ძმა რუდოლფი (რუდი) და მამა კერავდნენ ფეხსაცმელს.
პირველი მათ მიერ შეკერილი ფეხსაცმელი იყო ტაპკები, რომელიც იკერებოდა ჩამოწერილი სამხედრო აღჭურვილობისგან. პროდუქციის გასაღებით დაკავებული იყო რუდი, ხოლო წარმოების ორგანიზაციით და ახალი მოდელების შექმნით ადოლფი. 1924 წელს პატარა საწარმოს ეწოდა "ძმები დასლერების ფეხსაცმლის ფაბრიკა".
ფირმის საქმეები საკმაოდ კარგად აეწყო და უკვე 1925 წელს ფაბრიკამ გამოუშვა პირველი შეპებიანი ბუცები. 1927 წელს ძმების წარმოება ფართოვდება და ფაბრიკა არენდით გადადის სხვა მთლიან შენობაში. კომპანიაში ამ დროისთვის უკვე მუშაობს 25 ადამიანი და იკერება 100 წყვილი ფეხსაცმელი დღეში. ძმები ახერხებენ ცოტა ხანში მთელი შენობის გამოსყიდვას. ადოლფს იმდენად იტაცებს შიპებიანი ბუცები, რომ თითონ თავის მეგობრებთენ ერთად იწყებს გმათ გამოცდას ფეხბურთის თამაშის და სირბილის დროს. 1928 წელს ამსტერდამის ოლომპიადაზე სპორცმენები პირველად გამოვიდიან სათამაშოდ "ძმები დასლერების" შიპებიანი ბუცებით, რითაც ადოლფ და რუდოლფ დასლერების ფირმა ძალიან დიდი პოპულარობა იძენს.1938 წელს ძმები ხსნიან კიდევ ერთ ფაბრიკას ჰერცოგენაურახში, რომელიც უშვებს 1000 წყვილ ფეხსაცმელს დღეში.
მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო დასლერების ფაბრიკა ყვება დროებით ონფისკაციაში და თითონ ძმები მიდიან ფრონტზე საომრად. ერთი წლის შემდეგ ადოლფი ბრუნდება ფაბრიკაში და იწყებს სამხედროებისთვის სავარჯიშო ფეხსაცმლის კერვას.
ომის დამთავრების შემდეგ დასლერების ფაბრიკა ხვდება ამერიკელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და განიცდის დიდ ფინანსურ კრიზისს. ერთი წლის შემდეგ ამერიკელი სამხედროები მიდიან ტერიტორიიდან. ამავე პერიოდში სამხედრო ტყვეობიდან ბრუნდება რუდოლფი.
ძმებმა იეყებენ ფაბრიკის აღდგენას ისევ ჩამოწერილი სამხედრო აღჭურვილობისგან ფეხსაცმლის კერვით. იმ პერიოდში ფაბრიკაში მუშაობს 47 ადამიანი.
1948 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ადოლფმი და რუდოლფი სერიოზულად ჩხუბობენ და იღებენ გადაწყვეტილებას კომპანიის გაყოფის თაობაზე. თითოეულ მათგანს გაყოფის შედეგად ხვდება თითო ფაბრიკა. მათი საერთო გადაწყვეტილებით არცერთი არ გამოიყენებს კომპანიის ძველ დასახელებას და დასლერის ფეხსაცმლის ლოგოს.
ადოლფი თავის კომპანიას არქმევს Addas, ხოლო რუდოლფი Ruda –ს. ცოტა ხანში კომპანიების დასახელებები იცვლება და სახელებით ადიდასი (Adidas) და პუმა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4