Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
🇬🇪 ათონის წმინდა მთაზე ქართული ვაზის ჯიშები გაშენდა
ათონის წმინდა მთაზე, ვატოპედის სამონასტრო კომპლექსთან არსებული მთავარანგელოზების სახელობის ტაძრის "ქართული კელიის" ტერიტორიაზე 13 ნოემბერს, 100 000 ქართველი მოწამის ხსენების დღეს, ქართული ვაზის 30 ჯიშის 500-ზე მეტი ნამყენი ნერგი დაირგო.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევთმა ცენტრმა მონასტერს ვაზის ჯიშებთან ერთად ასევე ქართული ადგილობრივი ხორბლის 10 სახეობისა და ჯიშის სათესლე მასალა გადასცა.
0 комментариев
0 классов
სიტუაცია საქართველოს პარლამენტთან სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე…
0 комментариев
2 класса
🇬🇪 25 ნოემბერს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
⠀
🔸დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
⠀
🔸შენობაში დაიშვებიან ელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან
⠀
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს 12:00 საათზე დაიწყება და მას პარლამენტის უხუცესი წევრი, ლადო კახაძე გახსნის.
1 комментарий
4 класса
🇬🇪 საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევ ეტაპზე ესპოოში ფინეთის ნაკრები 90:83 დაამარცხა
ჯგუფში ოთხი გუნდია: საქართველო, სერბეთი, ფინეთი და დანია. მომდევნო ეტაპზე ოთხიდან სამი გუნდი გადის. ფინეთი მასპინძელია და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გარანტირებული აქვს. ამის გათვალისწინებით, სამი გუნდისთვის ორი გამსვლელი ადგილი რჩება.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 24 ნოემბერს თბილისში ფინეთთან გამართავს, ორი ტური კი თებერვალში გაიმართება - საქართველო დანიას უმასპინძლებს და სერბეთს ესტუმრება.
0 комментариев
6 классов
🇬🇪ნინო წილოსანი: ქართველი ხალხის არჩევანს არ სჭირდება მცირე ოპოზიციური ჯგუფის ლეგიტიმაცია... 89 ხმა, რომელიც "ქართულ ოცნებას" აქვს, არის სრულებით საკმარისი
"76 ხმა და მანდატი ეს არის პირველი სასტარტო წერილი, მთლიანი საპარლამენტო შემადგენლობის ნახევარი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ახალი პარლამენტის უფლებამოსილება იცნოს. 89 ხმა, რომელიც "ქართულ ოცნებას" აქვს, არის სრულებით საკმარისი, რომ როგორც მთავრობა იყოს დაკომპლექტებული, ასევე, ბიუჯეტი მიღებული, კანონები შემუშავებული და მიღებული", - აღნიშნა წილოსანმა.
1 комментарий
5 классов
🇬🇪 გურამ მაჭარაშვილი: პირველ სხდომას ოპოზიციის ლოცვა-კურთხევა არ სჭირდება
ოპოზიციამ, როგორც ყოველთვის, თავისივე ამომრჩეველი მოატყუა. ისინი მათ ეუბნებოდნენ, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ 61 განაცხადს... თქვეს, რომ დავიღალეთო, დავისვენებთო, მერე ახალ წლებზე გადავიტვირთებითო, ხელფასებს, რა თქმა უნდა, ავიღებთო და თებერვალში ვნახავთ რას გავაკეთებთო, განაცხადა მაჭარაშვილმა.
4 комментария
5 классов
🇬🇪 მამუკა მდინარაძე: ისეთ ევროინტეგრაციას რა ვუთხარი, ლგბტ პროპაგანდაზე რომ გადის მისკენ გზა ჩემთვის წარმოუდგენელია, ვიღაცამ ქართველებს გვითხრას, რომ თუ ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა არ დაიწყეთ, ევროპას ვერ ეღირსებითო
არავის სჭირდება ისეთი წევრობა, რომელიც ლგბტ პროპაგანდაზე და მის მიღება არ მიღებაზე გადის, განაცხადა მდინარაძემ.
11 комментариев
8 классов
🇬🇪 თბილისის ქუჩებში შსს-ს სპეცტექნიკა გადაადგილდება
კადრებში ჩანს სპეცტექნიკა, რომელიც ვაკე-საბურთალოს გზაზე მოძრაობს.
ბოლო ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირიდან საპროტესტო აქცია გმირთა მოედნის მიმართულებით დაიძრა.
0 комментариев
6 классов
🇬🇪🇪🇺ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო ევროკავშირის საბჭოს მიმართავს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს დესტაბილიზაცია.
"საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. პარტია "ქართულმა ოცნებამ" დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს ქართველების არჩევანს და გააგრძელოს ამ ქვეყანასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ეს ევროპისა და საქართველოს ინტერესებში შედის", - წერს ლასლო სოციალურ ქსელ X-ში.
3 комментария
0 классов
🇬🇪 თბილისის ცენტრალური ქუჩები ნაწილობრივ გადაკეტილია