რას განვიცდი? რამინდა? ამ ფურცელზე გრძნობები დავანთხიო კალმიდან, შევერიო ჭაღარად წლებს უმიზნო წამებზე, შენი წმინდა თვალებით ვიპაექრო ღამეზე. სისხლის წვეთად დავიქცე გადაჭრილი ვენიდან სუნთქვა ქარს გავატანო ჩაძირული გემიდან, მოგიპარო სამყაროს გადამტვრეულ ღერძიდან, ვიცი გულის სიღრმეში ეს სიგიჟე შენც გინდა. მზის მცხუნვარე სხივებით შენს აივანს დავხედო, მოისვენე,ნუ ბორგავ,რა გჭირს გულო თავხედო. ოცნებები გავქურდოთ,შევიშალოთ ორთავე, ცაში ღმერთი ჯვარს დაგვწერს,ვარსკვლავებით მოგვრთავენ. გულში შემოგიერთებ,თეთრ ღრუბლებში გაგახვევ, ამ გულს ამოვიგლეჯ და როგორ ფეთქავს განახებ. გალაკტიონს წავართმევ შექმნილ მითებს მერიდან, ლეგენდები ივლიან ჩვენზე ამიერიდან. დაგიტოვებ სამოთხეს,ირგვლივ შავთეთრ ზეფირებს, სულში შემოგისუნთქავ,კოცნად დაგიზეპირებ. მერე განერვიულებ,ნერვებადაც დაგწყდები, მზერად შემოგიჩემებ,ღიმილით რომ გაცვდები. წუთებს შეგისისხლხორცებ,დაგთენდე და დაგღამდე, გიერთგულებ უმიზნოდ,სხეულს სულის დაღლამდე. იცი?როგორ მწყურიხარ?როგორ მინდა დაგლიო, ვნებებს სილა გავაწნათ,შევაბერდეთ ალიონს. კმარა, დარდზე წუწუნი,მონატრებას გავექცეთ, უკვდავების ძებნაში გაგითბობდი სარეცელს. დაგიკოცნი სიმორცხვეს,გოგოვ შენი კვნესამე, თორმეტ მოციქულთაგან,ვიქნებოდი მესამე. რატომ?შენ რომ გესწავლა მზერა ამპარტავნული, შენი უცოდინრობით ვიქნებოდი სწავლული. გავტკეპნიდით საფლავებს,სადაც ზიზღი მარხია რადგან ეს სიყვარული ყველას დასანახია. შევძრათ ღამის სისველე,დრამატიზმის,ტრაგიკის, ასე შემომჩემდი და გიჟი რომ ვარ რა გიკვირს. ჩავკლათ დროის შეგრძნება,საათებს რომ გვითვლიან, მერე მარტო დაგტოვებ,სიმარტოვეც მითია. თვალებით რომ მეძებო,მზერით გაეჭვიანო, მზე რომ მათბობს გეწყინოს,უჩემობა ინანო. შემოგაცმევ სიყვარულს,შვლის ნუკრივით გათოშილს, გაბუტული ტუჩებით შემოგიდნობ ტანგოში. წრფელი ფანტაზიებით ხედავ სად ვარ სადამდე, ამ ოცნების თუ გჯერა,ახდა მაშასადამე. იცი ახლა რას ვნატრობ?რას განვიცდი?რა მინდა? ეს ნაწერი ძვირფასო წაგიკითხო თავიდან.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2