Предыдущая публикация
🌼..❤️
შეხსნილი გაქ ერთი ღილი ,
შემთხვევით თუ შეგეხსნა ...
შემხვდი ასე გაღეღილი ,
ახლა როგორ დაგეხსნა?!
ჩაიპარა ჩემი მზერა,
ჩაძვრა, ჩაგწვდა უბეში,
მოუმატა გულმა ძგერას ,
გულო ჩადექ ბუდეში.
შეიბნიე უცებ ღილი ,
მკერდზე ხელი იფარე,
მკლავს ღიმილი დარცხვენილი,
ღმერთო, შენ დამიფარე...
მაგრამ თავსაც მალე ვძლიე,
თვალი თვალში მოგვიხვდა ,
მოძრაობა უნებლიე,
კიდევ უფრო მოგიხდა.
ახლაც ვიწვი მოგონებით ,
ეჭვი ეჭვზე ავკინძე,
შეგეხსნა თუ გოგო,ნებით,
შეიხსენი საკინძე.
კახა შალამბერიძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев