Предыдущая публикация
თუგინდ მიყვარდე ისევ.
სევდამ იმდენჯერ გამატიალა
ცრემლი გაუშრათ ფიქრებს.
სული ჭრიალებს და ჩუმად ვკრეფ
შენგან თვალნატირალ იებს,
წვიმით ვიწუწები ნება-ნება
იქნებ მოვერიო ნისლებს.
მტერი გაიხარებს და ჩემი კდემა
ვიცი დაირბევა ცისქვეშ,
ვიცი მწუხარებაც აჩქეფდება
ვეღარ შევიბრალებ ვინმეს...
მოვიღრუბლები და ფერად ფერადს
სხვები წამართმევენ სიზმრებს.
ისე გამაწბილა მოთმინებამ,
ლამის მივატოვო სივრცე...
დაგეკარგები და ვეღარ მიპოვი,
თუგინდ დაბრუნდე კიდეც.
ეს გული თუმცა სხვისკენ კი არა
შენკენ საფრენად მიძგერს
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев