რომლის იმედიც გვაქვს, არ გვეშინია ცხოვრების სირთულეების. რომლის მხარზეც ვიტირებთ და ვიცინებთ.
რომელიც არ მოგვატყუებს, არ გვიღალატებს და დაგვეხმარება ყველანაირად. ვინც ჩვენნაირი სუფთა სულის ადამიანია და არაა უზნეო. ვის თვალებში ყურებაშიც, საუბრებში, ჩახუტებაში ღამეებს და დღეებს გავატარებთ. ვისეირნებთ და ვიმოგზაურებთ. ბევრ ლამაზ დღეს შევმატებთ ცხოვრებას.
თუმცა სამწუხაროდ ასეთი ადამიანის პოვნა შეუძლებელიც კი გახდა.
თუ არც ისე ლამაზი ხარ, თუ რამე გტკივა, თუ უხასიათოდ ხარ, თუ დამსხვრეული ხარ, თუ წარსულმა და აწმყომ გადაგიარა, ასეთ გოგოს ხელს კიარ ჩაგკიდებენ, პირიქით გარბიან. შენს გადასარჩენად არავინ მოვა. გარბიან იმასთან ვინც მხოლოდ ვიზუალურად და ცხოვრების სტილით გჯობს. ვისაც გაუმართლა და მდიდარი დედიკო-მამიკოს შვილები არიან. ვისაც მშობლებმა უპატრონეს, ფეხზეც დააყენეს, გაანებივრეს, მაგრამ სხვა არანაირი ღირებულების მატარებელი რომ არაა. სამაგიეროდ გაკეთებულიაქვს ყველაფერი და გამოიყურება საოცრად. ბოდიში რომ სრულიად მარტო ვიბრძვი, ქირით, მარტო ვზრდი შვილს და 5 თეთრის მომწოდებელი არ მყავს. ბოდიში რომ არავისში გამიმართლა ამ ქვეყნად და ჩემზე არავინ იზრუნა როგორც მათზე. ბოდიში რომ ჩემი კაპიკები ხელფასის ისე იხარჯება იქიდან ჩემი თავისთვის არაფერი მრჩება. ამის გამო ოკ, ვერ შევედრები ვიზუალურად და ესთეტიურად ვერავის, მაგრამ ნუთუ ასე გაუფასურდა ადამიანობა? სულიერება? აზროვნება? კულტურა? მორალი?
მხოლოდ თოჯინასავით გოგონები გიზიდავთ? რომელიც ყველანაირად უმორალოა? სამაგიეროდ ლამაზი სხეული აქვს, დიდი მკერდით და გაკეთებული ტუჩებით. გაკრიალებული ტანით და სახითაა. მერე რა თუ თავზე დაგაჯვამთ და გაგყვლეფთ. მერე რა თუ ბინძური აზროვნების და ბოროტი იქნება. სექსში ეგენი არ შეგიშლით ხელს.
ანუ საბოლოოდ მივდივართ იმ აზრამდე, რომ ლამაზად ჩაცმული, მოვლილი ქალი ყველას გულს მოიგებს, თუნდაც უმორალო, ღატაკი სულის იყოს და ყველაფერზე წამსვლელი!
ესაა მწარე სიმართლე 21-საუკუნის!!!
არავინ მომედავოთ რა! ჩემს გარშემო ასეა!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев