Предыдущая публикация
სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის, დედისთვის, ძმისთვის, დისთვის, შვილისთვის,განსაცდელიდან - განსაცდელამდე ყველა სიძნელე გამოიარა, თან ისე რთულად, ისეთი გრძნობით და ისე მძაფრად გამოიარა, რომ ბოლოს სიმწრით დაღარულ მკერდში, ქვის ლოდი დახვდა, გული კი არა. .. მერე სინანულს დაუმეგობრდა, არცერთი ცოდვა არ იუარა, ყველა სიტყვას და ყველა ნაბიჯი, უფალს და სანთელს გაუზიარა, დაცარიელდა, გადაიღალა, თვალებზე ლიბრი ჩამოეფარა, მთვლემარე სხეულს ისე უჩუმრად და უხმაუროდ გამოეპარა, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდესი კვდილის შიშსაც არ აზიარა. .. გაორდა გრძნობა ცისა და მიწის, ყოფნა არყოფნის გამო კი არა, მადლობელია მაინც ყველაფრის, ამის თქმა სურდა, სხვა რამ კი არა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 3