რუს წმინდანთაგან, ალბათ, ისე არავინ უყვარს საქართველოს, როგორც - სერაფიმე საროველი... შესაძლოა, იმიტომ, რომ ისიც იმ იდუმალი მიწის მუშაკია, ღვთისმშობელმა თავის მეოთხე წილხვედრად, მეოთხე ბაღად რომ გამოირჩია...
-მოიპოვე ერთი ბეწო მადლი ღვთისაგან და ათასობით ადამიანი გადარჩება თქვენს ირგვლივ.
ზესთამბრძოლო საკვირველმოქმედო და აღრჩეულო ქრისტესო, მსწრაფლშემწეო და შესავედრებელო ჩვენო, ღირსო მამაო სერაფიმე, მადიდებელნი შენისა განმადიდებელისა უფლისა გალობით გადიდებთ, რომელსა გაქვს კადნიერება წინაშე ღვთისა, ყოველთაგან ჭირთა ჩვენთა განგვათავისუფლენ მგალობელნი შენნი; გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკვირველთმოქმედო
ტროპარი:
სიყრმითგან შეიყვარე ქრისტე, ნეტარო, და მას მხოლოსა ჰმსახურე გულისთქმითა მხურვალითა, დაუცადებელითა ლოცვითა და მარხვითა უდაბნოჲ მოიმუშაკე, ლმობიერითა გულითა სიყვარული ქრისტესი მოიპოვე, დედისა ღმრთისა საყვარელ რჩეულად გამოსჩნდი. ამისთვისცა ვხმობთ შენდამო: გვიხსენ ჩუენ ლოცვათა შენთა მიერ, ჰოჲ ღირსო მამაო ჩუენო, სერაფიმე.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев