როგორ ბრწყინავდა ჩემი თვალები შენ გამო. როგორ მეღიმებოდა შენი მესიჯის წაკითხვისას. როგორ ვლაპარაკობდით გამუდმებით,ყველაზე და ყველაფერზე.როგორ მატკბობდი ყოველდღე შენი თბილი სიტყვებით. როგორ მიყვარდა შენი ჩახუტება და როგორ მელანდებოდა შენი სურნელი ყველგან... როგორ უთქმელად გვესმოდა ერთმანეთის..როგორ გვეშინოდა ერთმანეთის დაკარგვის და როგორ ვპირდებოდით ერთმანეთს,რომ ეს არასდროს მოხდებოდა...
როგორ მჯეროდა შენი!
როგორ მჯეროდა,რომ შენ ყველასგან განსხვავებული იყავი.
მჯეროდა ,რომ განსაკუთრებული იყავი.
როგორ ვიყავი ჩემ თავში დარწმუნებული,რომ არასდროს წახვიდოდი ჩემგან...
თუმცა ,ყველაფერი ხომ ჩვენი სურვილის საპირისპიროდ ხდება..
ზუსტად ისე მოიქეცი,როგორც სხვები მომექცეოდნენ.
ზუსტად ისე მოიქეცი,როგორც მეგონა,უფრო სწორად,დარწმუნებული ვიყავი,რომ არასდროს მოიქცეოდი.
უბრალოდ ადექი და წახვედი.მიმატოვე და შენთან ერთად ჩემმა ძალამ,იმედმა და საყრდენმა მიმატოვა.
მე შევცდი
. არც განსხვავებული და არც განსაკუთრებული არ ყოფილხარ.
ზუსტად ისეთივე აღმოჩნდი,როგორიც სხვები..
თუმცა,მადლობა იმ ემოციებისთვის და განცდებისთვის,რაც შენთან ერთად გამოვიარე.მადლობა იმისთვის,რომ მიგებდი და გესმოდა ჩემი. მადლობა იმისთვის,რომ დროებით მაინც ვიყავი ბედნიერი.
... ახლა ვხვდები რამხელა სიყვარული, მონატრება და ერთგულება შემძლებია..
მშვიდობით..”
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1