Предыдущая публикация
შენი ხელები მსურს ახლოს გულთან,
ისე უსაშველოდ მომიდიდდი-
ახლა თუ არ გნახე ვეღარ ვსუნთქავ.
ღამე გავუთენე წუხელ ფიქრებს,
იქაც დარდიანებს ვთამაშობდი,
იქაც უშენობა მაგიჟებდა,
მერე გვირილებთან ვკამათობდი.
გული შევუღონე ალბათ მათაც,
ასჯერ ჩამოვფურცლე სიყვარულზე,
ასჯერ შევეკითხე - ვუყვარვართქო?
მერე კვლავ ბავშვივით გავიბუტე.
..........მერე აპრილს ვთხოვე კაბის თარგი,
თმებში ენძელები ჩავიკინძე,
სად არ გეძებე და ბოლოს მაინც -
გნახავ - შენი თავი დავიფიცე!!!!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2