მოგწონს – უთხარი; 2. არ მოგწონს – ესეც უთხარი; 3. გენატრება – დაურეკე; 4. გაუგებარია – იკითხე; 5. გინდა შეხვედრა – დაპატიჟე; 6. რამე გინდა – სთხოვე; 7. არასოდეს იკამათო; 8. გინდა გაგიგონ – აუხსენი; 9. თუ დამნაშავე ხარ - მაშინვე აღიარე და არ იმართლო თავი; 10. ყოველთვის გახსოვდეს, რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს და ხშირად ის შენსას არ ემთხვევა; 11. არ ეკონტაქტო სულელ ადამიანებს; 12. მთავარი ცხოვრებაში – სიყვარულია, სხვა დანარჩენი – უბრალო საზრუნავია; 13. ადამიანის პრობლემები მხოლოდ მის თავშია; 14. სამყარო ბოროტი არ არის და არც კეთილი; მისთვის სულერთია, არსებობ თუ არა შენ; 15. შეეცადე, ყველა მოვლენისგან სიამოვნება მიიღო; 16. გახსოვდეს, რომ სხვა ცხოვრება აღარ გექნება; 17. ნუ დაიბოღმები; 18. გახსოვდეს, რომ არავისი არაფერი გმართებს; 19. გახსოვდეს, რომ შენი არავის არაფერი მართებს; 20. არ დაინანო დრო და ფული სამყაროს შეცნობისგან სიამოვნების მიღებაში; 21. ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი იქონიე; 22. გჯეროდეს საკუთარი შეგრძნებების; 23. ქალებთან (პრინციპში, მამაკაცებთანაც), ისევე, როგორც ბავშვებთან, იყავი მომთმენი და დამთმობი; 24. ცუდ ხასიათზე მყოფმა გაიხსენე, რომ როცა ამქვეყნად აღარ იქნები, ესეც არ გექნება; 25. იცხოვრე დღეს, რადგან გუშინ უკვე აღარ არის, ხოლო ხვალ შეიძლება არც იყოს. 26. იცოდე, რომ დღევანდელი დღე – საუკეთესოა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев