გავბრაზდი,რას ჰქვია აღარ მეყოლები_მეთქი,თუმცა არ შევიმჩნიე.
ვფიქრობდი,დავიჯერო იმდენი ვერ შევძელი,ისე ვერ შევაყვარე თავი,რომ იფიქროს ერთმანეთი სულ უნდა გვყავდეს_მეთქი.
მერე გამახსენდება,რომ თავი კი არ უნდა შემეყვარებინა შენ ასე თავისით უნდა შეგყვარებოდი,თან ისე ძლიერად,რომ იმის გაფიქრებაზე,რომ აღარ გეყოლებოდი ხელები აგკანკალებოდა,ხმა შეგცვლოდა.
მე ასე მიყვარდი.
როცა წარმოვიდგენდი,რომ უშენო დღეები დაიწყებოდა წინასწარ მტკივდებოდა სხეულში რაღაც.
ვერ ვიგებდი,როგორ შეგეძლო ჩემი არ ყოფნა ღიმილიანი სახით წარმოგედგინა,როცა მე ცრემლებმადე განივცდიდი..
ახლა,კი,როცა მართლა აღარ მყავხარ,როცა ჩემი აღარ ხარ,როცა შენს სუნთქვას ვეღარ ვგრძნობ,როცა შენი ღიმილი აღარ მაბედნიერებს ყველაზე ხშირად ის მახსენდება როგორ მინდებოდა შენთან ძილი,შენი ღიმილს დროს ლოყაზე გაჩენილ ნაჩხვლეტზე კოცნა.
შენი ღიმილი იშვიათად მახსენდება და როცა მახსენდება ვერ ვუძლებ მონატრებას.
ჰაერის ტალღებს ვუყვები ჩემი დღის ამბებს,ვიცი შენ ვეღარ მოგიყვები.
ბოლო დროს ხშირად ვჯდები მარტო და ჩემს თავს ვუყვები თუ როგორ მიყვარხარ,ვიცი შენ ამას ვეღარ გაიგებ.
ღმერთო,რა არაადამიანურად მტანჯავ და მაინც როგორ მინდა შენთან.
ერთმანეთს ვერასდროს ვეღარ მოვუყვებით ჩვენს ტკივილებზე და მე უშენოდ ძალიან ვწუხვარ.
ჩემი შენ მიმართ სიყვარული სამყაროზე დიდია და ნეტა შენ ჩემი აივნიდან დანახული ყვითელი პატარა ვარსკლავის ხელა სიყვარულით მაინც გიყვარდე.
და თუ ოდესმე
გაგახსენდები,ალბათ პირველი დეტალი რაც ჩემზე გაგახსენდება იქნება ჩემი თვალები,რომელშიც,რომ ჩაგეხედა საკუთარ სუნთვას დაინახავდი.
როცა,მითხარი ერთმანეთი აღარ გვეყოლებაო მაშინ წახვედი პირველად ჩემგან და მე იმ წუთიდან მენატრებოდი.
დღემდე მენატრები.
სამწუხაროა,რომ ვერ შევწყვიტე ოცნება ჩვენს სიყვარულზე.
მიყვარხარ.
გკოცნი იმდენჯერ რამდენჯერაც მე მახსენდები.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев