დავაშავე სიყვარული მოვითხოვე, გრძნობებს ასე დაჟინებით არ ითხოვენ. შენ კი გულში თვითნებურად ჩამისახლდი, ვიცოდი რომ არასოდეს არ გიყვარდი. დროს გპარავდი და ვფიქრობდი მოვიდოდა, დღე როდესაც შენი გული მომითხოვდა. მაგრამ შევცდი მაპატიე ეს შეცდომა, ახლა ვხვდები რომ არასდროს აღარ მოხვალ. მაპატიე ეს ბავშვური აზროვნება, მთებს ვეტრფოდი სულელური ხედვა მქონდა. დამავიწყდა, ყველაფერი დამავიწყდა, სიყვარული ცალმხრივად რომ არ გამოვა. შეიძლება ახლა უკვე გვიანია, და ვერ შეძლო ამ სიგიჟის პატიება, ღმერთმა იცის ტკივილამდე რომ მიყვარდი, და შემინდობს , ამ ცრემლებს ხომ ისიც გრძნობდა. იქნებ ერთ დღეს შენც უსაზღვროდ შეგიყვარდეს, შემდეგ მაინც, გაბედო და გაგახსენდეს, როგორ იყო, როგორ არის, როგორ ხდება. მაშინ მჯერავს რომ ყველეაფერს მაპატიებ, თუმცა იქნებ არც არასდროს არ მოვიდეს, ის დღეები მხოლოდ ჩემგან რომ გახსოვდა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 3