<3 <3
არასდროს გითქვამს - როგორ გიყვარდი,
მაგრამ ყოველთვის მე ვგრძნობდი ამას.
არასდროს გითქვამს როგორ მლოცავდი,
მაგრამ მე ვგრძნობდი ამ ლოცვის ძალას.
მას შემდეგ ბევრჯერ აყვავდა ნუში,
წლებს მოერია სიბერის სევდა.
არასდროს გითქვამს რომ გყავდი გულში,
მაგრამ იმ სითბოს მე ვგრძნობდი, დედა.
ჰო, ცხოვრებაა ტკბილიც და მწარეც,
ზოგჯერ ვერ ვარჩევთ სიცოცხლის ფერებს.
არასდროს გითქვამს რომ დაიღალე,
მაგრამ მე ვგრძნობდი დაკოჟრილ ხელებს.
როცა შორს ვიყავ, ფიქრით მათბობდი,
მიფრთხილდებოდი წვიმაში, ქარში,
არასდროს გითქვამს როგორ დარდობდი,
მაგრამ ჭაღარა შევნიშნე თმაში.
მე მაპატიე თუ რამ გეწყინა,
თუ მე გტკიოდი იმ ცრემლის წვეთად.
არასდროს გითქამს რომ არ გეძინა,
სველ სასთუმალით მიგიხვდი, დედა.
ყველგან ჩამესმის ის ტკბილი "შვილო",
სიტყვა რომელიც სამყაროს იტევს.
შენი ამაგის გადახდას ვცდილობ,
მაგრამ ეს მხოლოდ მითია იქნებ;
და არც კი ვიცი რა გითხრა ახლა.
სათქმელს ლურჯთვალა იებით ვბედავ,
პირველად ხელში რომ ამიყვანე,
იმ წუთებიდან მიყვარხარ, დედა!
/ელისო ფიჩხაია/
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1