ar vicnob da zustad imitom myavan megobrebshi .qartuladac imitom davwere tu akvirdebi im 2000 kacshi sul rusebi arian es saiti rusulia da mchirdeba is xalxi
დამხატე.... მაგრამ ნუ დამხატავ ასე სევდიანს, შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით, შემომაძარცვე ავბედითი მელანქოლია, თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს. დახატე ზეცა.... ოღონდ თეთრი მოსაწყენია, სანთლების რკალში ჩაატიე მთელი სახატო, ჩემს ოცნებებში სალოცავებს სანთლის ფერი აქვს. დახატე სივრცე..... ოღონდ ლურჯი აღარ დახატო, მე აღარ მინდა შემოდგომა ფოთოლთა ცვენით, იქნებ მიმოზა დამიხატო სალათისფერი თეთრი ზამთარი? მე აღარ მახსოვს ეს იყო ძვალად... შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი, დახატე მიწა...... და მზის აკვნად აქციე თოვლი, ყველა სურვილი დასაწყისში ასე მუნჯია, ზღვაც დამიხატე..... ოღონდ მწვანე ისე ვით მოლი, მერე რა მოხდა ცხოვრებაში თუ ის ლურჯია. დახატე ქალი...... საქალეთი შეცვალე თუ გსურს... უყოველგვარო დამცირებით, უმასკარადოდ, ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე თუ გსურს, ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ...
Комментарии 33
სევდიანს,
შემილამაზე მარტოობა მხიარულ
გრიმით,
შემომაძარცვე ავბედითი
მელანქოლია,
თორემ უსაზღვრო ძალა უნდა
ბუნებრივ ღიმილს.
დახატე ზეცა.... ოღონდ თეთრი
მოსაწყენია,
სანთლების რკალში ჩაატიე მთელი
სახატო,
ჩემს ოცნებებში სალოცავებს
სანთლის ფერი აქვს.
დახატე სივრცე..... ოღონდ ლურჯი
აღარ დახატო,
მე აღარ მინდა შემოდგომა
ფოთოლთა ცვენით,
იქნებ მიმოზა დამიხატო
სალათისფერი
თეთრი ზამთარი? მე აღარ მახსოვს
ეს იყო ძვალად...
შენ დამიხატე უნამქერო და
იისფერი,
დახატე მიწა...... და მზის აკვნად
აქციე თოვლი,
ყველა სურვილი დასაწყისში ასე
მუნჯია,
ზღვაც დამიხატე..... ოღონდ მწვანე
ისე ვით მოლი,
მერე რა მოხდა ცხოვრებაში თუ ის
ლურჯია.
დახატე ქალი...... საქალეთი
შეცვალე თუ გსურს...
უყოველგვარო დამცირებით,
უმასკარადოდ,
ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე
თუ გსურს,
ოღონდაც ქალი არ დახატო
უმამაკაცოდ...