როცა დადგება მარტოობის ბოლო წუთები,
მოვალ და როგორც უმიზეზოდ დასჯილი ბავშვი
არაფერს გეტყვი და უჩუმრად ჩაგეხუტები.
მე მოვალ მაშინ როცა ქვეყნად ყველა დაგტოვებს
როცა მიხვდები შენთვის უკვე აღარ სცალიათ,
თვალებით გეტყვი, არასოდეს არ მიგატოვებ
რადგან მიყვარდი და მიყვარხარ მაინც ძალიან.
მე მოვალ შენთან, თუმცა ვიცი იქნება გვიან,
როცა წარსული დაგაწვება თვალზე ცრემლებად,
და შენ მიხვდები ამ ყველაფერს სახელად ჰქვია
მარადიული სიყვარულის ბედნიერება....
მე მოვალ, მაგრამ აღარაფერს გისაყვედურებ
არ გაგახსენებ უშენობა როგორ მტკიოდა,
ჩემგან მიმავალს რომ გითვლიდი იმ ნაფეხურებს
რომელიც შორს და სულ არსაით არ მიდიოდა.
მე მოვალ, როცა საბოლოოდ მარტო დარჩები,
როცა მიხვდები რომ ცხოვრება ფუჭად გავიდა,
გეტყვი- რა მოხდა თუ აღარ ვართ უკვე ბავშვები
და სიყვარული დაიწყება ისევ თავიდან...
მე მოვალ, რათა მიგახვედრო როგორ მიყვარდი,
რომ არ გტოვებდნენ ეს ფიქრები მაინც შორიდან,
გთხოვ დამელოდო უკანასკნელ თუნდაც დილმდის
მოვალ და ბოლო შემდგომის სითბოს მოგიტან...
მე მოვალ რათა საბოლოოდ ჩაგიკრა გულში,
რადგან ტყუილად დაგვაშორა ბედმა ტიელმა,
ამ მოსვლით მინდა მიგახვედრო რომ სიყვარულში
დიდი ცოდვაა შეცომების არ პატიება.
მოვალ და ვიცი სამუდამოდ შენთან დავრჩები,
უერთმანეთოდ რომ სიბერე მაინც მოვიდა,
რადგან ტკივილი შემოიჭრა სულში თავხედი
მოვალ და ბოლო სინანულის ცრემლებს მოგიტან.
მოვალ და გულშიც აინთება ბოლო სანთელი,
თურმე ცხოვრებას არ სცოდნია ჩვენი დანდობა,
მოვალ და გეტყვი, ეს იქნება უკანასკნელი
ერთგულების და სიყვარულის შენთვის განდობა.
მოვალ და გეტყვი, უშენობით როგორ ვიცხოვრე,
რომ სულ ტყუილად არ გესმოდა ჩემი გულისა,
თუ როგორ მწვავდა ქედმაღალი შენი სიშორე
და მაინც მჯერა უკანასკნელ სიყვარულისა!
მე მოვალ მაშინ, ბოლო წვიმებს რომ დააპირებს,
ძალზე დაღლილი, თუმცა მაინც მოვალ შორიდან,
და შემოდგომის უკანასკნელ ლამაზ ყვავილებს
მარადიული სიყვარულის ნიშნად მოგიტან.....
მე მოვალ, როცა სინანულის დადგება ჟამი,
თვალებში კოცნით ამოგიშრობ ცრემლებს ნაგროვებს,
ბედნიერება თუნდ გვეღირსოს სულ ერთი წამით
ხელს ჩაგკიდებ და აღარასდროს არ მიგატოვებ....
(ლაშა გიგაური) 30.05.2018
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 4