Предыдущая публикация
როცა თვალებში ჩადგება სევდა,
ჯერ არ ნაფიქრებს ლექსს დავწერ მაშინ
და შენც მიხვდები გრძნობა სად მწევდა,
ან თეთრ ფერს რატომ ვერ ვამჩნევ თმაში.
რადგანაც ფეხი გადმოვდგი უკვე,
დავემორჩილე მე ღმერთის ნებას,
ვეღარ ვუბრძანებ თქმას, შორით ვურკვევ,
რადგან გულს წრფელის ელფერი ნებავს.
როცა ბნელ ცაზე ამოვა მთვარე,
სარკმელთან მიმჯდარს მომწყდება ცრემლი,
მომენატრები, გამოვალ გარეთ,
ხომ კარგად იცი, რომ დღესაც გელი.
მომენატრები და მერე როგორ ...
ეს სიყვარული მთებსაც კი შეძრავს,
მაშინ შევძლებ და ამ ლექსებს მხოლოდ,
გწამდეს ჩემს გარდა ვერავინ შეთხზავს.
,,ეთო" .აგვისტო. 2024.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 3