Предыдущая публикация
ნოემბერმა ამრია,
მონატრება მასწავლა,
ძველ ფიქრებში გამრია,
მთელი ღამე მაწვალა .
მაგრამ დილამ ლამაზმა,
გული გამიხალისა,
გრილმა სიომ და ნაზმა,
დამიარა ხალისად.
უცებ ცელქმა მზის სხივმა,
მომანათა ღრუბლიდან,
თუმცა ქარმა ცივ-ცივმა,
სულ გამცალა ფურცლიდან.
შემდეგ გრილმა ამინდმა,
მიწას წვიმა ადინა,
ქარიც აღარ დადინჯდა,
თვალში ცრემლი მადინა.
თოვლმა მთები დაფარა,
ყინვამ გზები დაყინა,
ღამის ფიქრმა დამფარა,
ლამის გული გაყინა.
შერჩენილმა კალამმა,
სიტყვა ენით მაცდინა
და ნათქვამმა სალამმა
ცამდე ხელით მაწვდინა.
,,ეთო". ნოემბერი. 2023.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев