იყუჩე გულო, იქნებ მეტის ატანა შეძლო,
იქნებ როგორმე დაიტიო დარდი და სევდა.
მეც მიჭირს ისევ და არ ვიცი როგორ'ღა შევძლო,
რასაც წლებია მივეჩვიე, რადგან თან მდევდა.
ძნელია ალბათ საგულეში ჩატევა გულის,
რომ ვეღარ ითმენ, გავსილია ფიალა უკვე.
როცა ტკივილი მისულია კარამდე სულის
და ვეღარც ხვდები, სად წახვიდე,
თავს ვეღარ ურკვევ.
იყუჩე გულო, ბილიკი გაქვს სავლელი კიდევ,
დაღმართში,მაგრამ მაინც უნდა
შეიძლო გავლა.
ეცადე მშვიდად ჩაიარო გზის
პირის კიდე,
რომ არ დაეცე, თორემ შემდეგ ვერ შეძლებს წასვლას.
დაფიქრდი აბა, განა დარდი სხვას არ აქვს, ჩემო?
განა ნაღველი და ტკივილი სხვას არ აფიქრებს?
შენი სიცოცხლე კვლავ რომ მინდა,
იმიტომ გჩემობ,
ვეღარ გიმეტებ.... აღარ მინდა ჰგავდე ნატირებს.
იყუჩე გულო,იყუჩე და უფალს მიენდე,
იქნება ღმერთმა დაგიმშვიდოს
სული ძლიერი,
რომ შენს ცხოვრებას სასიკეთო
ნათელ ფერს ჰფენდე,
ლაღმა ღიმილმა შეგიცვალოს ვინძლო იერი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 3
"" გულო რამდენ დარდს და რამეს იტევ ,,,,