ცრემლი და დარდი არ მომართვათ მიწის მასპინძელს,
უმისამართოდ ერთ სიცოცხლეს ვემშვიდობები
მაგრამ მომდევნო ხასიათი უფრო მაშინებს.
ღვინო დაღვარეთ ჩემს საფლავზე ღვინო
დაღვარეთ
ბარდს და გვირილებს ეფერება აქვე ფორდები,
თუ სიცოცხლეში ლექსის წერა არ დამაცადეთ
რა საჭიროა ჩემს საფლავზე ეპილოგები.
ფესტივალია გამართული როგორ ხმაურობთ
როგორ ისვრიან ირონიას რევოლვერები,
ამ საგციელით ვეღარ ვიგებ რას ვარაუდობთ
განძს და წერილებს არ მოგართმევთ მკვდარი ცრემლები.
გაკვირვებული სინჯარიდან ფიქრი გადმომაქვს
მინის ნამსხვრევებს ემსგავსება წვიმის წვეთები,
ზეცას ვუყურებ საფლავიდან ვეძებ მაცხოვარს
რომ ჩამომბანოს მიწიერი ანაბეჭდები.
მუზის სამრეკლოს მარტოობის ჟინი აყუჩებს
იქვე მიყრილი კალმები თუ მაკულატურა,
დღემდე ვერ ვხვდები თუ სიკვდილი როგორ მატყუებს
როცა სიცოცხლემ არსებობა დამიდასტურა...
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев