Предыдущая публикация
დღემდე ვემალები ქარებს,
ზეცამ ვარკვლავები როგორ დაითხოვა
ნუთუ არ გამიღებს კარებს.
ძველი როიალის კლავიშს ვემსგავსები
დროში გადაკარგულ ნოტებს,
ძარღვებს საარსებოდ სისხლით ვეხმარები
კიდევ ერთი დღე რომ მქონდეს.
კიდევ ერთი დღე რომ ლექსად დაგიწერო
ჩემი შეგრძნებების მცნება,
ღმერთო მიპასუხე როგორ დავიჯერო
ნუთუ სიყვარულიც კვდება.
ბარში აკორდების ნოტა აირია
მთები მყინვარებად მთვლიან,
უკვე მონატრებაც რაღაცნაირია
რადგან ამ გრძნობისთვის სჯიან.
ფიქრმა საგანძურად დარდი დამიტოვა
დღემდე ვემალები ქარებს,
ვიცი ვარსკვლავები ჩემთვის დაითხოვა
რადგან არ გამიღბს კარებს...
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1