Предыдущая публикация
ქარაფთა ქართა სმენამა,
როცა ძალიან მწყუროდი
მაშინ არ გამოჩენამა.
გულის ეჭვებით ბორგვნამა,
მეტ - ნაკლებობით ტკენამა,
რაც რომ საწუთრომ დამაკლო,
ის დამიმატა ზენამა.
ჩემს მხრებზე შავი ღრუბლების
ხშირ - ხშირად ჩამოფენამა,
დილით ხარივით ბუბუნმა
ღამით ცრემლების დენამა,
წუთისოფელთან ბრძოლამა,
სულ აქეთ - იქით ფრენამა.
ჩაჰლია გულის კედლები
ჩაგუბებულმა წყენამა,
ახლა გინდ მოდი,გინდ არა -
ფრთები დაჰკეცა ძერამა,
მე თავად გარდავიცვლები,
რომც არ იჩქაროს წერამა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев