დაბადების სახელი: ელჩინ სანგუ / Elçin Sangu
დაბადების თარიღი: 13 აგვისტო, 1985 წელი
დაბადების ადგილი: იზმირი, თურქეთი
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 2010 წლიდან
ზოდიაქო: ლომი
სიმაღლე: 177 სმ.
ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: თურქი მსახიობი, ელჩინ სანგუ, 1995 წლის 3 აგვისტოს დაიბადა ქალაქ იზმირში, სადაც მისი მსობლები ცხოვრობდნენ. მსახიობს არატიპიური თურქული იერი აქვს: ცეცხლოვანი წითური თმები, ნათელი კანი და მაღალი სიმაღლე. ელჩინი კავკასიური წარმოშობისაა. მისი წინაპრები უძველესი ჩერქეზები იყვნენ და მსახიობიც ჩერქეზად მოიხსენიებს თავს. მსობლებმა, გოგონას, პატარაობიდანვე შენიშნეს, რომ ის ხელოვნებით იყო დაინტერესებული.
ელჩინი განსაკუთრებით ოპერა შეუყვარდა და სიხარულით დადიოდა საოპერო კონცერტებზე. ის მთელი სერიოზულობით უსმენდა რთულ პარტიებს და ოცნებობდა, რომ ოპერის მომღერალი გამხდარიყო.
ბოლოს, სტამბულში გადასვლა არჩია, რადგან დედაქალაქში უფრო დიდი საკარიერო გასაქანი ექნებოდა, ვიდრე მერსინში. მან თანდათან მოიპოვა როლების მიღების უფლება თეატრალურ დადგმებში და ეს ეტაპი მის ცხოვრებაში სამსახიობო ხელოვნებისთვის მოსამზადებელი პერიოდი აღმოჩნდა, რაც ბრწყინვალედ გამოიყენა კიდეც. ელჩინის ყურადღება სერიოზულად მიიმართა კინო-მსახიობობისკენ, ამიტომ მან სამსახიობო განათლების გაფართოება გადაწყვიტა და ედითელეს უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას.
ის დიდი ინტერესით ეუფლებოდა გამომსახელოვნებით ხელოვნებას. გოგონას არაჩვეულებრივმა სილამაზემ, არამარტო თანაკურსელების ყურადღება მიიპყრო. იგი, თანდათანობით, კინოსტუდიების აგენტებმაც შენიშნეს და სერიოზული როლებიც შეთავაზეს. ასე მოხვდა ის 2010 წელს გადასაღებ მოედანზე, სერიალში "დაკარგული დრო", რომელსიც ჯალეს როლი შეასრულა.
2014 წელს ის სერიალში "ქურთ სეითი და შურა" მიიწვიეს ერთ-ერთ მთავარ როლზე, რაც კიდევ ერთი წარმატებული საფეხური აღმოჩნდა მის სამსახიობო კარიერაში.
ამას შემდეგ მოჰყვა სერიალი "უარყოფილი", რომლის პროექტიც გაურკვეველი მიზეზებით, სწრაფადვე დახურეს, მაგრამ აქაც კარგი გამოცდილება მიიღო ელჩინმა.
ამ ბოლო დროს, ელჩინში ცვლილებები მოხდა და მან სხვა პროფესიების მიმართაც გამოიჩინა ინტერესი. კერძოდ, ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ შეეძლო ექიმი გამხდარიყო. ასევე, როცა ის დამწყები მსახიობი გახლდათ, მოდის სამყაროთი იყო გატაცებული და მოდელობდა კიდეც.
პ ი რ ა დ ი: მსახიობს ძალიან უყვარს ლამაზი სამოსელი და მთელი თავითაა გადაშვებული მოდის სამყაროში. ის ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ხშირად ესწრება მოდის ჩვენებებს.
ელჩინის პირადზე, ძალიან მწირი ინფორმაციაა. ჟურნალისტებმა მხოლოდ ის იციან, რომ ის ამჟამად, თურქ ქალთა გულების მპყრობელ ლამაზ მსახიობთან, იუნუს ოზდიქენთან თანცხოვრობს და როგორც პაპარაცების გადაღებული ფოტოდან ჩანს, მგონი ორსულადაც უნდა იყოს...
#დეფო
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев