Предыдущая публикация
გაუშვი წავიდეს სხვასთან,
ვინ მოგატყუა, ძალდატანებით
გრძნობას იპოვი მასთან...
სად გაგიგია ბედნიერება
ძალით დარჩენას სდევდეს,
ვისაც უყვარხარ ვისაც სჭირდები
გვერდით ის უნდა გედგეს...
არც მეგობრობა მინდა სიყალბით
არც სიკეთე და ნდობა,
ნამდვილი,წრფელი თუკი შემორჩა
ჩემს გულს იქა აქვს წვდომა...
დაგპირდებიან,ხელს წაგავლებენ
მერე გტოვებენ მარტოს,
ათას მიზეზებს მოიგონებენ
გზას დაუგებენ ფართოს...
წასვლა თუ უნდათ ყველა გაუშვი
რად გინდა გვერდით ყალბი?
წამსვლელი წავა თან გააყოლე
რაც დაგიტოვა დარდი...
გზაზე სულ დგანან წამსვლელ- მომსვლელნი
ის თუ მიდის,სხვა რჩება
ყველა ნამდვილი ჩვენთან დარჩება
ყალბი ისედაც ქრება...!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев