Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
თვალი ხილულს ხედავს, გონება კი უხილავს შეიცნობს, რადგან ღვთისმოყვარე გონება სინათლეა სულისა. ამიტომ, ვისაც ღვთისმოყვარე გონება აქვს, გულით განათლებულია და თავისი გონებით ხედავს ღმერთს...წმიდა ანტონი დიდი.
ჭეშმარიტი სიხარული უფლისგან მოდის და მხოლოდ მას მიეცემა, ვინც საკუთარ თავს გამუდმებით აიძულებს, რომ თავისი ნება უარყოს და ღვთის ნება აღასრულოს. წმიდა ანტონი დიდი.
დაე, თითოეულ ჩვენგანს მუდმივად ახსოვდეს, რომ ღვთისაა სულითა და ხორცით და ყველა სულიერსა და ფიზიკური განსაცდელის ჟამს ყოველი წამი მისი ყოფიერებისა ღვთის ხელთაა და ამიტომ ყოველთვის მას მიმართოს, თუკი რამე უჭირს (სულს ან ხორცს)...წმიდა იოანე კრონშტადტელი.
მოწყალებისა კარი განგვიღენ,კურთხეულო ღვთისმშობელო.რათა რომელნი ესე შენ გესავთ,არა დავეცნეთ,არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან,რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.ამინ.