Информация Nan доступна только авторизованным пользователям.
Статус

დღეს რომ ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი დღე იყოს, აუცილებლად მოვიდოდი შენთან… მოვიდოდი, ჩაგეხუტებოდი და გეტყოდი რომ ძალიან, ძალიან მიყვარხარ… რომ ყოველთვის მიყვარდი… ვეცდებოდი დაწვრილებით მომეყოლა რას ვგრძნობდი… ულამაზეს, გამორჩეულ სიტყვებს დაგიტოვებდი… იმხელა სითბოს და სიყვარულს გაჩუქებდი, მთელი ცხოვრება რომ აგავსებდა… რთულ მომენტებში ჩემ თავს რომ გაგახსენებდა და ჩემს სიახლოვეს გაგრძნობინებდა… არც სიკვდილის მერე დაგტოვებდი, სულ შენთან ვიქნებოდი, ისე, რომ ვერც გაიგებდი… გავიხარებდი შენი სიხარულით, შენს სიყვარულს დავლოცავდი… ასე ჩახუტებული მოგიყვებოდი, გეტყოდი ყველაფერს, რაც ჯერ არ მითქვამს… შემდეგ ერთს გაკოცებდი და წავიდოდი… წავიდოდი სამუდამოდ… და სამახსოვროდ დაგიტოვებდი ამ თბილ დღეს… დაგიწერდი ულამაზეს წერილს, სადაც ზუსტად გამოვხატავდი ჩემს განცდებს… ოდესმე მოვალ… მოვალ და გეტყვი როგორ ვცხოვრობდი უშენოდ… როგორ მტკიოდი და მენატრებოდი… ყველაფერს მოგიყვები და წავალ… წავალ სამუდამოდ...

Все заметки

Фид
565507657150

Nan Uka

поделилась темой
24 дек 2016
Тема удалена или не является публично доступной
Фид
565507657150

Nan Uka

поделилась заметкой
21 дек 2016
Фид
565507657150

Nan Uka

поделилась заметкой
21 дек 2016