სანამ წაკითხვას დაიწყებ, მინდა სულ ორი წამით შენს მთელ ზაფხულს გადახედო, დააკვირდე - როდის და როგორ იყავი ბედნიერი, რამ დაგასევდიანა - რა გადალახე და რას მიაღწიე. სულ ორი წამით დაფიქრდი იმაზე, რომ ყველა შენი ქარიშხლური ემოცია - ახლა შენთანაა და მიხვდები, რომ იმდენია - მთელი წელი უნდა გეყოს - უნდა გაანაწილო. უწილადო. გაუზიარო. ახალი ამბავი უნდა დაიწყო, ან არსებული გაამყარო.
ზაფხულის დასასრული ზოგჯერ სევდიანია, ვაღიარებ. ზოგჯერ ვიაზრებთ, რომ აქ - ამ ჯადოსნური სეზონის პერიოდში განცდილი რაღაცები აღარ ნარჩუნდება, აგვისტო ჩაივლის და ამ ემოციით -ადრესატის გარეშე უნდა შეძლო ცხოვრება - ხო, ზოგჯერ ასეც ხდება, მაგრამ ზოგჯერ - მთელი შემდეგი პერიოდი შეგიძლია ჩაეხუტო იმას, რამაც სრულად შეგავსო. და უფრო შეივსო, თამამად. გულწრფელად.
სათქმელს რომ არ გადავუხვიო, გეტყვი, რომ ყველა შემთხვევაში, რასაც და როგორც არ უნდა გრძნობდე ახლა - წინდიდიგზაა.
ყველა ქარიშხალს გადალახავ და დაიჭერ მომენტს, რომელშიც სავსე იქნები - საკუთარი თავით სავსე - კარგად ჟღერს არა? ხოდა იცოდე, რომ დადგება მომენტი როცა ამას იგრძნობ და ეს განცდა დაგეხმარება, რომ ამ დიდ გზაზე - ყველაფერი აშენო, შენს ირგვლივ და შენს მიღმა.
ჯანსაღი ურთიერთობები გადარჩენას იმსახურებს, მაგრამ სულ გახსოვდეს, რომ თუ მარტო გადაწყვეტ სიარულს - მაშინაც ძალიან, ძალიან დიდი გზაა
სიყვარულით
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1