" სიყვარული! " -
მოვლენ,
ცივ ხელებზე თეთრ ხელთათმანებს მოირგებენ და
გულში ღრმა ორმოს ამოგითხრიან, მათი ზომის ორმოს...
შიგნით სიცარიელეს ჩაასვენებენ და წავლენ....!
ქვასავით მძიმე იქნება,
ნისლივით ცივი და სველი იქნება,
გაუთენებელი წყვდიადი იქნება და
შენ მოგიწევს მისი ტარება მაშინაც,
საკუთარი თავიდან თუ გაიქცევი... !
დაწყევლილია ეს სიტყვა: -"სიყვარული".
მოჯადოებულია ეს სიტყვა:- "სიყვარული"
ვერავინ აგხსნის...!
ვერავინ გამოგილოცავს..!
თუ შეგეყარა არასდროს წამოგცდეს....!!! ვერც კი მიხვდებიან რომ ხელები ჩასახუტებლად გაშალე...... მაშინვე ჯვარზე გაგაკრავენ....! არც დაიჯეროთ, არც კი გაიფიქროთ....! არ გაიბრიყვით თავი, არ გაპატიებენ! არაფრით გაპატიებენ უანგარო, გულწრფელ სიყვარულს..... ! უფალიც ხომ სიყვარულისთვის აწამეს ......!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 4