- გთხოვ ნუ მკითხავ,
ვერ მოვერგე
ვერცერთ ნიღაბს...
- კიდევ გიყვარს?
- ნუ მაწვალებ,
ისევ ფიქრი გამაწამებს.
- მასზე ფიქრობ?
- გეტყვი არას,
მაგრამ მაინც დარდი მტანჯავს.
- ვერ ძლებ თითქოს?
- სწორად მიხვდი,
ისევ ისე, მისთვის ვიბრძვი.
- არ უყვარხარ?
- მგონი არა,იმის მერე აღარც მნახა...
- აწყენინე?
- არ მინდოდა,
რომ მიყვარდა არ იცოდა.
- რატომ არ გწერს?
- ვერ მპატიობს,
ალბათ ცდილობს გადამრიოს.
- რომ აუხსნა?
- ბევრჯერ ვცადე,
მაგრამ მაინც ვერსად ვნახე.
- ბოდიშს უხდი?- არ აქვს აზრი,
ამ შეცდომით მარტო დავრჩი.
- აღარ მოვა?
- ალბათ არა,
მაგრამ მაინც მმართებს დაცდა.
- აგეტირა?
- როგორც ხედავ,
ვეღარაფერს ვეღარ ვბედავ!
- ნანობ წარსულს?
- რა კითხვაა?!
მგონია რომ დაკითხვაა)- გამოსწორდი...
ბევრჯერ ვცადე,
სხვაობა ვერ განვიცადე.
- ეგეთი ხარ?
ვერ ვთამაშობ,
არც მე არ ვარ სათამაშო!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 3