Предыдущая публикация
მონატრებიხარ თბილისს ძალიან,დიდო ნიკალავ როგორც არავინ!ყარაჩოღლებიც აღარ არიან!არც,მტკვარზე ტივით,კინტო არ არი!
თითქოს,თბილისი ფერებს ჰგავს უჩვევს.ის აღარ არის,შენ რომ ხატავდი.რაც შენ წახვედი,თბილისის ქუჩებს აღარ ჰყოლია მერე,მხატვარი!
მარგალიტას ვინ აჩუქოს ვარდი
ან,ვინ დახატოს,როგორც ფერია?!ეჰ,რომ დაგცლოდა,ცას მოხატავდი.ცას,სილურჯე რომ შემოელია.
შემოქმედს დრო არ წაიღებს. ვიდრე,მანამდი არ სჩანს.სჩანს,წასვლის მერე!ვთვლით,წერტილია თითქოს,სიდიდე!შენ უკვდავებით,დრო დააბერე.
დიდო ნიკალავ თბილისის ქუჩებს გამოუკეტავს დუქნები,ნაღდი.თითქოს,თბილისი ფერებს ჰგავს უჩვევს.ის აღარ არის,შენ რომ ხატავდი.
მამუკა უნგიაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев