Предыдущая публикация
ფეხს იკიდებს,შემოდგომა,
თაკარა მზეს უძლებს.
ერთი ხელის შემოწვდომა
დღე,აცოცხლებს ფუძეს!
სექტემბერი არნახულად,
კვლავ,ათას ფერს იხვევს
და გრიგალი თავხედურად,
ფოთლებს შემოიხევს!
ხაზარულას გაუწითლდა
ლოყა.ხე ვერ უძლებს.
შეეფაკლა,დაუმწიფდა,
იერი,ამ ყურძენს.
თოხისტარა ძველებურად
აჭრიჭინდა,ჭრი..ჭრი..
გურიაში ჩვენებურად,
რაცხას მღერის,ბიჭი.
მზემ გადაწვა ლამის,ცეზა..
ზეცა,ულურჯესი!
ლამის,მაჭრის სუნი მეცა..
ვით სიცოცხლე,შევსვი.
ფოჩვის თმა,რომ დაივარცხნა,
ჰა,სიმინდის ტარო!
შენ არ დეიღუპე საცხა,
შემოდგომის ქარო!
ვინცხა ყანას გამოტეხავს,
შეესევა ნადი.
კრიმანჭული სტობა ზეცას..
გურულივით ნაღდი!
წელს,ადესე ბევრი მოვა.
შეხედეთ ამ ყურძენს!
ფეხს იკიდებს შემოდგომა,
თაკარა მზეს უძლებს.
მამუკა უნგიაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев