მონატრებით გავიზარდე..
ჰო,ბავშვობას შევრჩი.
თევზებს ვიჭერ ისევ,აგერ,
იმ"საკირეს"ჩქერში!
ჩავირბინე"ჩაკიდულა"
კვლავ,ბავშვივით აგერ.
ფერდი,ფერდზე დაკიდულა..
ფეხს ვერ დაიმაგრებ.
ლიფსიტების საბუდარი,
მოჩანს"ფატის ღელე".
ნაძვის ჩრდილში,წყარო არი,
ყელი გავისველე.
გავიარეთ'ბენოს ხიდი"
ანკესებით ხელში.
ეს,სახელად მქვია დიდი.
წყაროსავით შევშრი.
"კახოურეს"წყალი შევსვი,
ცივზე ცივი,პეშვით!
ჩემს ერკეთზე უკეთესი,
არ არსებობს ჩემში!
გავუყევი ბილიკს ტყისკენ,
საბანაოდ,მერე.
ისევ მიყვარს ახლაც ისევ,
"რომანიეს ღელე"!
ციცინათელების დევნით,
დავიქანცე ლამის
და ბავშვობის მეგობრებით
გათენება ღამის.
მრავალგვარი თამაშები.
აუ,წრეში ბურთი..
ნოსტალგიით ვიკვებები..
მახსოვს ყველა წუთი!
დამზდევს ბებო საჭმლით ხელში,
შემოაღებს ამ კარს.
ცეცხლის პირას,ზამთრის თვეში,
მომიყვება ზღაპარს.
ისევ მიყვარს დღეს"შუბანი"
ჩემი დედულეთი!
ბაბუას და ბებოს ხმაი,
გამაგონა ერთი!
ჩანს,ერკეთის სკოლა აგერ!
კლასელები ბევრი.
ჰა,წიგნებიც ჩავალაგე.
სკოლისაკენ ჰერი!
იქ"ნათოვი" ისევ არის.
სამი ცაცხვით,ჯვარი
და ჩურჩული ცელქი ქარის.
ჭორიკანა ქარი.
ბავშვობიდან,დიდობამდე,
თევზაობა,ჩქერში.
მონატრებით გავიზარდე
და ბავშვობას შევრჩი.
მამუკა უნგიაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев