_არ დალიო,ღვინო,ოტკა!
გაგაფრთხილე რეთი გზობა?!
შენი დამლეველი მოკვტა!
ამ ცოცხს,ტარი კიარ ძრობა...
_სათ ვარ ქალო ახლა,მთვრალი?!
რა შემატყვე,ამისთანე?!
აპაჭუნე ახლა თვალი.
ა,ხელფასი მოგიტანე!
_მოგეღრიცა თავი,ყპაი..
შენ არ გეიარე რჯულზე!
ეგერაა ოტკა კაი,
მარა,გადაგარეფ გულზე..
_კიდეც დავლევ,კიდეც მოვწევ!
პენსიაშიც კი,არ გავალ!
იმ მამაშენს,თუ მიმაწევ,
მე,უშენოთ,არსათ წავალ!
_შენ ლოთო და"ბრადიაგა",
გამასწარი ფეხათ ახლა!
მაი ენა ჩაგიკავდა..
არ გეღირსა ღვინის ნახვა!
_ძმაკაცეფში ორი ჭიქა
თუ დავლიე,მერე რაი?!
დაგაკელი რამე ვითამ?!
ქურქი,რომ გაქ,ჩემით მაი?!
_აგერაა შენი"შუბა"!
წუთში თავზე გადაგახევ!
მიგაგოზო კარქათ უნდა.
პროსტინაში გამოგახვევ!
_ღვინო მომე,ერთი დოქი!
დევივიწყეფ ველა წყევლას.
ამიტეხე დღეს ქოთქოთი.
ყურებიდან რომ ყოფ ენას!
_შენ ზარმაცო,გლახა,ლოთო!
დასალევი საღა დაქჩა?!
გაგიშტება ღვინოს,რომ მთხოვ,
"ბელაია გარიაჩკა"!
გარეთ გეიარე,გაი.
მეისპო შენი გაშობა!
ღვინო კარა,შავი ქვაი!
უფასოთ,კატა არ შობა!
_აღარ მინდა კაი,წყენა.
შარშანდელიც კარქათ მახსოვს!
ვავა!გურულ ქალის წყევლა,
ქვას და ბალახს,წუთში ახმოფს.
მამუკა უნგიაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев