დიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვარიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წირვა არ აღესრულება, რადგან ამ დღეს ცოდვებისგან ჩვენს გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი შესწირა მსხვერპლად. სრულდება სამეუფეო ჟამნი, რომლის დროსაც კვლავ იკითხება სახარება მისი ვნების შესახებ.....ამ დღეს უფალი ჯვარს აცვეს. იესო ქრისტე
ადამიანის ცოდვებისთვის ეწამა. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ იერუ-
სალიმში ბზებით და პალმებით შეხვდნენ, ხოლო დიდ პარასკევს სასიკვდილო
განაჩენი გამოუტანეს მას. (მაგრამ უფალმა გაიმარჯვა სიკვდილზე და კვირა
დღეს მკვდრეთით აღსდგა.)
სახარებაში წერია: "იესოს მოძულე მღვდელმთავრებმა იუდას შემწეობით
შეიპყრეს იგი და წარუდგინეს ურიასტანის მმართველს პონტოელ პილატეს და
მისი ჯვარცმა ითხოვეს. იგი გოლგოთის მთაზე აიყვანეს, სადაც ებრაელები
დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ. მაშინ პასექის დღესასწაული იყო და
ერთი დასასჯელის განთავისუფლება შეიძლებოდა. პილატემ ავაზაკი ბარაბა
გამოიყვანა და იკითხა: რომელი გავათავისუფლოთო. ხალხმა ბარაბას გათავი-
სუფლება ითხოვა. პილატე არ იყო დარწმუნებული ქრისტეს დანაშაულში,
მაგრამ ხალხის შფოთს მოერიდა, ტაშტი მოატანინა, ხელები დაიბანა და
თქვა: ამ საქმეში მე უბრალო ვარო. ამის შემდეგ, ხალხის მოთხოვნით,
ქრისტე ჯვარს აცვეს."
ამ დღეს ეკლესიაში სრულდება წირვა და ღვთისსშობლის დატირება.
სწორედ დიდ პარასკევს იღებება კვერცხები წითლად. (სხვა ფერს ქრისტია-
ნული ეკლესია არ აღიარებს). გადმოცემის თანახმად, როდესაც უფალმა
გაგზავნა თავისი მოციქულები, რომ ემცნოთ ხალხისთვის მისი აღდგომა,
მარიამ მაგდალინელი იმპერატორ ტიბერიუსთან მივიდა და საჩუქრად
კვერცხები მიუტანა. მას ეჭვი შეეპარა მარიამის სიტყვებში და უთხრა:
როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც
ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო“. კვერცხები იმ წუთშივე გაწითლდა.
წითელი ფერი უფლის სისხლის სიმბოლოა, რომელმაც ჩვენი, მოკვდავების
სიცოცხლე გაწმინდა ცოდვებისგან და აკურთხა. ხოლო კვერცხი მარადიუ-
ლობის სიმბოლოა, რადგან მასში სიცოცხლე იბადება.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев