თამამად შუძლია თმა მწვანედ შეიღებოს , ჩაიცვას წარმოუდგენელი სტილის ტანისამოსი ,გაერთიანდეს ლუდის მოყვარულთა პარტიაში, ან სულელების საერთაშორისო ორგანიზაციაში (რომელიც რეალურად არსებობს). ზედმეტად ექსტრავაგანტური და უცნაური ადამიანია. მერწყულის ეპატაჟისკენ მიდრეკილება საქვეყნოდაა ცნობილი. სამწუხაროდ, ადამიანებში იაფფასიანი მასხარას რეპუტაცია აქვს.მერყულისთვის წარმოუდგენელია სიცოცხლე მუდმივი ცვლილებების გარეშე, ხანდახან კარდინალურისაც – ვარცხნილობიდან დაწყებული ბინის განახლებული ინტერიერით დასრულებული . თუ დღეს რაღაც 'ასე' აქვს, ხვალ უკვე “სხვაგვარად” უნდა. მასთან ცხოვრება ძალიან რთულია, მოსვენება არ გექნებათ. ეს ნიშანი ყველაზე მეტად ვერ იტანს ტრადიციებსა და დოგმებს . თავისუფლებისადმი მუდმივი ლტოლვის გამო სიამოვნებით გააუქმებდა საზღვრებს და მსოფლიოს გააერთიანებდა. თავისუფლებას გამო ნებისმიერი მსხვერპლის გაწევა შეუძლია, ეს შეიძლება იყოს: სიყვარული , ნათესაური კავშირები , მატერიალური ფასეულობები. ყველა მერწყული გულში პატარა რევოლუციონერია. ზოგად-საკაცობრიო პრობლემებზე ფიქრისას შესაძლოა გვერდზე მყოფი ახლობლის რეალური გასაჭირიც კი ვერ დაინახოს. უაზროდ ბევრი მეგობარი ჰყავს და საკუთარ სახლს ხშირად სასტუმროდ აქცევს.ძირითადი უარყოფითი თვისებები – ანარქიულობა, გონების გაფანტვა, საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენა, ფანტაზიების და ოცნებების სამყაროში ცხოვრება, რომელიც , მათი აზრით, სრულიად რეალურია. საერთოდ, მერწყულები არამიწიერად ფიქრობენ და აზროვნებენ. არ უყვართ ნასესხები ფულის დაბრუნება, უყვართ ზურგს უკან საუბარი და სხვების ხარჯზე ცხოვრება.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев