Предыдущая публикация
სანამ თვალებში ზეცის ფერია.
მე სიყვარულით მინდა დავბერდე.
გულს მისი ვალი შემორჩენია.
გთხოვ მიმითითე იმ წალკოტისკენ,
სადაც ლურჯთვალა კესანებია
და მაპოვნინე ჩემი სამყარო,
მასში ვინც ჩემს გულს ვერ შელევია.
ასე მგონია ბედი გვერდს მივლის.
მის ნაკვალევში მხოლოდ ცრემლია.
შენც კარგად იცი, რომ ჩემს ბედ-იღბალს,
შარბათში შხამი გაურევია.
ბედნიერებას როგორ ვეწიო,
თუ მარტოობა ჩემი ხვედრია?
უკვე დამღალა ცრემლმა, ღიმილს რომ
გულზე ტკივილად დაუბნევია.
მხოლოდ სიყვარულს ვითხოვ უფალო,
რადგან ის ჩემთვის ყველაფერია.
მისთვის მაცოცხლე, გულით რომელშიც,
მთელი სამყარო დამიტევია.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 7