ქალაქს ეპარება ღამე,
მდინარე ირეკლავს სხივსა,
მაინც ჩემი მენატრება
ვერ მოვერგე ვერა- სხვისას.
ულამაზეს ხედებს ვხედავ
გული ითხოვს კიდევ მეტსა,
თვალს ვამშვიდებ, გულს ვატყუილებ
და შევნატრი თითო მეტრსა.
ჩემი ქვეყნის ველ მინდორი
ღმერთმა ისე ააყვავოს
დავივიწყო რაც ვიდარდე,
ის რომ სხვისას დავიღალე.
ულამაზეს წლებსა ვკარგავ
ფიქრით, ნატვრა, ოცნებითა,
სიხარულით გაგვითენდეს
მშვიდი დილა კოცნებითა.
ვიტრიალო, დავიღალო
ჩემი შვილიშვილებითა,
სიხარულის ცრემლი ვღვარო
მათი ცეკვა სიმღერითა.
...და თენდება ,,ნინოობა"
მისი მადლი წინ გვიძღოდეს,
ვაზის ჯვარმა შეგვაერთა
უფალი კვლავ გვიღიმოდეს.
საქართველო მუდამ იყო
ტკბილი ლუკმა! უცხო ხილი!
ერთმანეთის გვერდით დგომით
გავამაგროთ რწმენის ხიდი.
დალი დადუნაშვილი
2018წ 27.01
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев