პატიებას გთხოვ, ვერ დავფარე ჩუმი გრძნობები,
ვერ მოგატყუე, ვერ გითხარი, რომ--არ მიყვარხარ.
ვერ აღგიწერე სრულად ყველა, მაინც რომლებიც
ვერ მაძალებდა უარის თქმას, მე რომ მიყვარხარ.
პატიებას გთხოვ, შეგაყვარე შენი,, მზექალა",
რომ დაგახვიე სიზმრები და მნატრობ, წლებია,
ხომ მაპატიებ, ჩემზე ფიქრმა რომ გადაგღალა
და ჩვენს შორის, რომ უსაშველოდ
დიდი მთებია.
გთხოვ მაპატიო, ასე ძლიერ რომ შემიყვარდი,
ყოველ წვიმის წვეთს, რომ ვაბარებ
შენთან მოკითხვას.
გულში ალალი სიყვარულით რომ ჩამივარდი
უშენობისგან მალე ალბათ, რამე მომივა.
ღამეს ვათენებ შენზე ფიქრში თეთრად ნამდვილად,
დასატოვებლად ერთი წუთიც არ მემეტები.
ოცნებებიდან ერთი დამრჩი მხოლოდ წადილად,
ცხრა მთას იქით ხარ, მაგრამ მაინც
სულ გეფერები.
გვიან გიპოვე, თუმც ამაოდ... მაინც ვერ მოვალ,
რადგან ჩვენს შორის უსაშველოდ
დიდი მთებია.
მათ გადმოღმა კი, ვიცი უკვე, ვერც შენ გადმოხვალ,
ვერ ვეგუები... აღარ დაგვრჩა ბევრი წლებია.
,, ეთო". 04.11.22
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев