მე ვიცი რას ნიშნავს, გაცრუებული იმედებით ცხოვრების გაგრძელბა...
მე ვიცი რას ნიშნავს, როცა დასაყდენ გამოცლილი ბარბაცებ და ჩამოსაჯდომს ეძებ აზრზე მოსასვლელად...
მე ვიცი რას ნიშნავს, ჭაობში ჩავარდნა და გადასარჩენად ხელ- ფეხის დაღლამდე ქნევა...
მე ვიცი რას ნიშნავს, სასოწარკვეთილისათვის უცხოს მიერ გამოწვდილი ხელი...
მე ვიცი რას ნიშნავს, ნდობა დაკარგულისთვის რწმენის ხელახლა დაბრუნება...
მე ვიცი რას ნიშნავს, ცხოვრება ტყუილში.
მე ვიცი რას ნიშნავს, სულის ტკივილებით ცხოვრება, ამ დროს გულის ტკივილს ვეღარ გრძნობს თურმე ადამიანი...
მე ვიცი რას ნიშნავს, ნანგრევებში მოყოლილმა მოძებნო გზა გადასარჩენად და აკანკალებული წამოდგე ფეხზე...
მე ვიცი რას ნიშნავს, სული კბილებით გეჭიროს და მაინც არ ნებდებოდე...
მე ვიცი რას ნიშნავს, სიცოცხლეს სიკვდილი გერჩიოს, თუმცა მაინც დარჩე ცოცხალი რადგან ამ ქვეყნიდან გაქცევა მხოლოდ სუსტების ხვედრია.
ამიტომაც ყველაფრის მიუხედავად მე ვირჩევ ვიყო #ცოცხალი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2