შენს უკან ხომ უფალი დგას,
არ შეგშვენდის, არ გიხდება დაჩოქება.
გაუძელი!.. სანამ პირში სული გიდგას
სხვანაირად შენ ვერ შეცვლი ამ ცხოვრებას.
გაუძელი!.. თუ წამებით დაიღალო,
სულიერად ძირს დაცემაც არ გაბედო,
მარტო რომ ხარ!.. ფიქრადაც არ გაიფიქრო,
შენ ხომ უკვე ამ ყველაფერს ნაჩვევი ხარ.
გაუძელი!.. ხმა ჩამძახის უხილავი,
ეს ხომ უფლის ტკბილი ხმა და ღაღადია.
მის ლოცვაზე ძლიერი და უწმინდესი
მე ამ ქვეყნად არაფერი მაბადია.
თავს მიხედე, გულს დარდი არ გაიჩერო,
კმარა რაც კი გაჩენილი ბზარებია.
შენ თავს თუ არ დააფასებ, რა გიშველო?!
ნაჩუქარი სიცოცხლე არ გყვარებია.
ახლა ვხვდები რა რთულია ეს ცხოვრება,
წლები როცა ხელებს შუა გამელია.
თუ იცხოვრებ, ისე როგორც გეცხოვრება
დამიჯერეთ უფრო მეტად ადვილია.
იცხოვრეთ და თავს ნურავის მოაბეზრებთ,
შენი ყოფა, შენი გზა და მიზანია.💖
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев