იმ ნატვრას, იმ სიყვარულს გაუმარჯოს, რომელიც მართლა ნატვრა გახდება. იმ ტკივილს, იმ ცრემლებს გაუმარჯოს, ბალიშზე მწუხრისას დადენილს. იმ წუხილს, იმ სევდას, იმ შეცდომებს, ტრფობის და ყრმობის დროს ჩადენილს. მოდით იმ გრძნობას გაუმარჯოს, რაც კი გულს ტკივილად უგრძვნია. იმ აუხდენელ ოცნებას გაუმარჯოს, გულში რომ დაგინთებს სანთელს. ტრფობისთვის დამწვარ გულს გაუმარჯოს, ოცნებას, დამდნარ სანთელს. იმ აუხსნელ ოცნებას გაუმარჯოს, რომელიც არასდროს ახდება. იმ ნატვრას, იმ სიყვარულს, რომელიც მართლა ნატვრა გახდება!.. მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს, იმ მოფერებას, ალერსს, გრძნობების მოზღვავებას გაუმარჯოს, ცრემლით რომ აგივსებს თვალებს!.. მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს, იმ ატირებულ ტირიფს, რომელსაც უყვარდა, რომელსაც უყვარს, მიატოვეს და ტირის.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 3
როცა სევდა, გულის კარებს დარაჯობს
და მაინც რომ არაფერი არ ახდება, ქვეყანად მაშინ უიღბლობა ნავარდობს.
როს თვალები მოლოდინით არის სავსე,
ასეთ გრძნობას ქვეყანაზე არა სჯობს
ახდენილის აღარ მჯერა არაფერი,
აუხდენელი ჩუმ სიყვარულს გაუმარჯოს.