Предыдущая публикация
უტყვმა ძახილმა გაფანტა ექო. მე- დავიღალე, და სინანულის ცრემლები მერგო. ღრუბელთა კალთებს მივყვები, როგორც დათოვლილ ფერდობს. წყენა დავმალე, აქ ხომ ცისფერი ზღაპარი მეფობს. ოცნების კოშკებს გაბრწყინებული თვალებით შევთხოვ- ნისლად მაქციე! უკიდეგანო სამყაროს ღმერთო. ზღაპარო, მოგდევ, ლურჯით მოსილი მივაპობ ბექობს; ფიქრად მაქციე! რომ ჩემს კალთაში ფიფქები ვხვეტო. და სუფთა თვალებს მივაპყრობ ისევ დათოვლილ ფერდობს- ც ი ს ხ მ ა დ მ ა ქ ც ი ე ! რომ გულში მხოლოდ ოცნება მედოს....
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 38