ბისკვიტი:ავიღოთ 10 კვერცხი, ცილა და გული ერთმანეთს დავაშოროთ. ჯერ ცილა ავთქვიფოთ, დავამატოთ 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი, შემდეგ ნელ–ნელა შევაზილოთ 10 კვერცხის გული, დავამატოთ 0,75 გრ. ფქვილი, 1 ს.კ. კაკაო. ჩავასხათ ქვაბში, რომელშიც “კალკა” იქნება ჩაფენილი და გამოვაცხოთ ღუმელში. ცხვება 45 წუთის განმავლობაში.კრემი:4 კვერცხი ცილიან–გულიანად ავთქვიფოთ, დავამატოთ 2 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 1 ჭიქა ფქვილი, 100 გრამიანი შოკოლადის ფილა ჩავაგდოთ ხარშვის დროს, 1 ლ. რძე, ვანილი, ეს ყველაფერი მივიყვანოთ ადუღებამდე. რომ გაცივდება შევაზილოთ 400 გრ. კარაქი. ბისკვიტი რომ გაცივდება, გავჭრათ სამ ნაწილად, დავნამოთ თითოეული მათგანი. წავუსვათ კრემი. კრემის ზემოდან მოვასხათ თხევადი შოკოლადი (“გლაზური”). ირგვლივაც წავუსვათ კრემი. ცალკე გავადნოთ შოკოლადის ფილა და ტორტს მთლიანად წავუსვათ.გემრიელად მიირთვით
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 136